The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დოდო იმნაძე

დოდო იმნაძე
Date of birth:1936
Date of death:2000  (at 64 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1959 წელს.

1959-1963წწ. მუშაობდა თბილისის ხელსაწყოთა მშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად, შემდეგ ინჟინრად. 1972 წლიდან - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1975-1982წწ. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრის ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, 1982 წლიდან - დოცენტად; 1996 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ელექტრული ენერგიის გამოყენების კათედრის გამგე. 1998 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. კითხულობდა ლექციებს "ელექტროტექნოლოგიასა" და "კომპლექსური ელექტრიფიკაციის საფუძვლებში" სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის. არის 38 სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის შრომების ავტორი, მათ შორის, ერთი სახელმძღვანელოსი. არჩეული იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ქალთა საბჭოს თავმჯდომარედ, ფაკულტეტის პროფესიული ბიუროს თავმჯდომარედ, სახალხო სასამართლოს მსაჯულად.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.153

Awards and Honors

  • ღირსების მედალი

Bibliography


Share: