The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური კაკიაშვილი

იური კაკიაშვილი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით ელექტრული სადგურები, ქსელები და სისტემები 1962 წელს.

1962-1965წწ. მუშაობდა ხრამჰესის კასკადის მორიგე ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1965 წელს - ქარხანა "ელექტროაპარატში" I კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1965-1995წწ. იყო ელექტროტექნიკური დანადგარების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოების ხელმძღვანელი სხვადასხვა ორგანიზაციებში; 1967-1970წწ. სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურაში სოფლის მეურნეობის წარმოების ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის განხრით; 1995-1999წწ. - სს "თელასის" 110 კვ ქს "დიღომი-2"-ის ქვესადგურის უფროსი, შემდეგ სს "თელასის" ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, ტექნიკური კოორდინატორი, ექსპერტი, ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი; 2011 წლიდან - ტექნიკური განყოფილების უფროსი. მისი ინიციატივით შეიქმნა სს "თელასში" საინვენტარო ბაზა და პროგრამა. შეიქმნა და დაინერგა კოდური სისტემები, შემუშავდა ელექტრული ქსელების რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სტრატეგიული გეგმა, წარმატებით დაინერგა და ინერგება ახალი ტექნიკა და ტექნოლოგიები. 1965-2000წწ. მუშაობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში ელტექნიკისა და ავტომატიზებული ელექტროამძრავის კათედრაზე ასისტენტად, სწავლულ მდივნად, უფროს მასწავლებლად; 1976 წლამდე - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტროტექნიკის კათდრაზე ლექტორად. 1965 წელს მისი ინიციატივით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაარსდა ელექტროტექნიკისა და ს.მ. ელექტრიფიკაციის კათედრა, მოეწყო ელექტრული მანქანებისა და ტრანსფორმატორების, ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისა და რემონტის, ელექტროტექნიკის, ელექტრომზომელობის და სხვა ლაბორატორიები, შესრულდა პირველი დიპლომები, განხორციელდა პირველი გამოშვება საქართველოში; მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით - ავტომატიზებული ელექტროსტენდები ინსტიტუტის საკვლევ და სასწავლო ლაბორატორიებში, მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს სტაჟირების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ბელორუსიაში, მოსკოვში, ლენინგრადში. აქვს 22 სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომი ელექტროტექნიკასა და ელექტროფიკაციაში, მათ შორის, 2 სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, 1 გამოგონება (პატენტით), რაციონალიზატორული წინადადებები. მიღებული აქვს განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის საკავშირო სამინისტროს, "თელასის" სიგელები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.154

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: