შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1957-1959წწ. მუშაობდა თბილისის ელექტრო ქსელების ლაბორატორიაში; 1959-1962წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ელექტრული აპარატურის სექტორის ინჟინრად; 1963-1966წწ. - საქართველოს ავტოსატრანსპორტო სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1966 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენში" სამუშოთა მწარმოებლად, უფროს სამუშოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილედ, მექანიზმების და ტრანსპორტის სამმართველოს უფროსად; 1968-1969წწ. და 1983-1984წწ. - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მიერ მივლინებული იყო სირიაში გრძელვადიანი მივლინებით მდინარე ევფრატზე პირველი და მეორე ჰიდროსადგურების კომპლექსის მშენებლობაზე, როგორც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის სპეციალისტი. მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, როგორიცაა 220-330-500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები: გლდანი-ზესტაფონი, ზესტაფონი-ენგური, ნევინომისკი-ორჯონიკიძე, სტავროპოლი ცენტრალნაია, ნახარის გადასასვლელი-კარაჩაევსკი, ჩირიურტ-ორჯონიკიძე, დერბენტი-ხაჩმასი, ასევე 110 კვ. ძაბვის ხაზები როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის სხვა რეგიონებში. 1990-იან წლებში მონაწილეობდა დაზიანებული 500 კვ. ე.გ.ხ. "კავკასიონის" აღდგენით სამუშაოებში. 1992 წლიდან - შპს "ენერგომშენი"-ს დირექტორი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.155
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |