The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლიკო ხაბეიშვილი

სოლიკო ხაბეიშვილი
Date of birth:6 March, 1935
Date of death:20 June, 1995  (at 60 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Public official, Poet, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი 1958 წელს.

სტუდენტობის პერიოდში ალპინიზმმა გაიტაცა, დაიპყრო კავკასიონის, ტიან-შანის, პამირის უმაღლესი მწვერვალები. 1959 წლიდან მუშაობდა სპეციალობის მიხედვით გეოლოგად; 1959 წლის დეკემბრიდან კომკავშირულ სამუშაოზეა: იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, შემდეგ აირჩიეს კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად, მეორე მდივნად, პირველ მდივნად, საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად; 1966 წლის ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილედ, ხოლო 1967 წლის ივნისში დაამტკიცეს საკავშირო ალკკ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1972 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა: იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე, 1973 წლის იანვარში აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, 1975 წლის დეკემბერში დაამტკიცეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგედ, ხოლო 1982 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის მდივნად; იყო საქართველოს სსრ მე-9 და მე-10 მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სსრ კავშირის მე-9 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1985-1990წწ., როგორც შემდეგ გაირკვა, უსაფუძვლო ბრალდების გამო; 1987 წლის 9 თებერვალს განაჩენი იქნა გამოტანილი: 15 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია, პირველი 5 წელი – ციხე; 1990 წლის 21 აგვისტოს კი, ყოფილი სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს განჩინებით, საქმის წარმოება შეწყდა დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო; პატიმრობისას შექმნა ლექსები, რაც შემდეგ საფუძვლად დაედო წიგნს სახელწოდებით "ციხის რვეული", რომელიც 90-იანი წლებისათვის სრულიად უპრეცედენტო ტირაჟით (30 ათასი) გამოიცა; 1992 წელს დაინიშნა ე. შევარდნაძის საერთაშორისო ფონდის "დემოკრატია და აღორძინება" პრეზიდენტად; იყო სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი. მისი ოცნების პროექტი გუდაურის აღორძინება იყო, რასაც წლების განმავლობაში საკუთარი რესურსები და ენერგია მოახმარა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.391; ფონდი "განვითარება და გარემო": wildlife.ge; სოლიკო ხაბეიშვილი / ფაცაცია ; გოგუაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1995. - 24 ივნისი. - N70 (1086). - გვ.3 (dspace.nplg.gov.ge); პოლიტიკური პლაკატი: (dspace.nplg.gov.ge)

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (სკკპ), წევრი (1961-)

Awards and Honors

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: