შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ციმინტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჯვარი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 1993 წელს. მუშაობდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში: 1993-1995წწ. ეკონომიკური რეფორმების განყოფილების უფროსი ლაბორანტი, 1995-1997წწ. უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, 1997-1998წწ. უფროსი მეცნიერ-მუშაკი, მართვის ორგანიზაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ-მუშაკი (1998), 1998-2001წწ. წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, რეგიონული პრობლემების განყოფილების გამგე (2001), 2001-2003წწ. მიკროეკონომიკური პრობლემების განყოფილების გამგე, 2003-2004წწ. ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2004-2005წწ. ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი; საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 1995-1999წწ. წარმოების ეკონომიკისა და მართვის კათედრის მასწავლებელი, 1999-2001წწ. წარმოების ეკონომიკისა და მართვის კათედრის დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი, 2001-2005წწ. მიკროეკონომიკის კათედრის დოცენტი, 2005-2007წწ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (2007), სოხუმის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (2008), 2005 წლიდან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2002-2006წწ. საქართველოს საბაჟო აკადემიის დოცენტი; 2002-2003წწ. საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი: მოწვეული სპეციალისტი, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2007-2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი; 2006-2008წწ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2013-2019წწ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2018 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2008-2009წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა - გამგებლის მოადგილე, 2009-2010წწ. გამგებლის პირველი მოადგილე; 2010-2012წწ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ასევე, სახელმძღვანელოების "მიკროეკონომიკაში" (2004, 2009) და "აგრარული სექტორის ეკონომიკაში" (2005). 1998 წელს აქტიური სამეცნიერო საქმიანობისა და მიღებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგებისთვის დაენიშნა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია. ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |