The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქრო მუშუკუდიანი

ზაქრო მუშუკუდიანი
დაბადების თარიღი:1936  (89 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა მესტიის საშუალო სკოლა, თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

1972-2004წწ. მუშაობდა მესტიის ალპინიზმის სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ოთხჯერ მონაწილეობდა მწვერვალებზე საკავშირო ასვლებში და აქვს შვიდი მედალი. გარდა სპორტული საქმიანობისა იგი მესტიის მოსახლეობაში სარგებლობს კარგი ავტორიტეტით და აქტიურად მონაწილეობს რაიონის საზოგადოებრივ საქმიანობაში.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.260

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - სსრ კავშირის სპორტის ოსტატი

გააზიარე: