Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ტრესტ "ინჟმშენში" ინჟინრად. 1962 წელს აკადემიკოს ვ. გომელაურის მოწვევით გადავიდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1968 წელს ქ. კიევში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 2000-2003წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ენერგეტიკის სამმართველოს. მისი უშუალო მონაწილეობით ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის საპილოტო პროექტები. წლების მანძილზე იყო საქართველოს ნავთობის კორპორაციის კონსულტანი. 2000 წელს ქ. ატლანტაში (აშშ) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის კონგრესზე მას გადაეცა ამ ასოციაციის განსაკუთრებული აღიარების ჯილდო. არის 50-ე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია შრომები თბომასაგადაცემის თეორიაში, თბოენერგეტიკული დანადგარების ოპტიმიზაციის, საიმედობისა და ეფექტურობის ამაღლების სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ორი ნაშრომი - "ინგლისურ-რუსულ-ქართული ენერგეტიკული" და "ნავთობისა და გაზის ინგლისურ-რუსულ-ქართული" ლექსიკონები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.158 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |