The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კაპანაძე

დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:2000  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხირაული, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა საკავშირო კავშირგაბმულობის ინსტიტუტი 1968 წელს და მიენიჭა კავშირგაბმულობის ინჟინრის კვალიფიკაცია.

1959-1964წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "სახკავშირპროექტის" საქართველოს კავშირგაბმულობის საპროექტო ჯგუფში; 1964-1970წწ. - "საქენერგოპროექტში" ტექნიკოსის, ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, კავშირგაბმულობის ობიექტების პროექტის მთავარი ინჟინრის თანამდებობებზე; 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ენერგოსისტემების მართვის საშუალებათა განყოფილებას. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს ენერგოსისტემის ახალი ტექნიკით აღჭურვის სასისტემო სქემები, რომლებმაც შემდეგ გამოყენება ჰპოვა სადისპეტჩერო-ტექნოლოგიური მართვის ტელემექანიკისა და ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკისათვის საჭირო მაღალსიხშირიანი არხების პროექტირების დროს ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა "საქმთავარენერგოს კავშირგაბმულობის ცენტრალური კვანძის რეკონსტრუქცია", 220 კვ ქვესადგურები: რუსთვი, ხაშური, გორი, მენჯი, სოხუმი, ჟინვალი, ქუთაისი, წყალტუბო, მარნეული, ბათუმი; 500კვ ქვესადგური ქსანი; 500კვ ელექტროგადამცემი ხაზები: თბილსიის სრესი-ახალციხე-ზესტაფონი; ენგურჰესი-ზესტაფონი; ენგურჰესი-სოხუმი-დაგომისი (საქართველოს ტერიტორიაზე); სტავროპოლის სრესი-ცენტრალნაია-ენგურჰესი (საქართველოს ტერიტორიაზე); აზსრესი-ქსანი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.158-159


გააზიარე: