შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაზი ხელაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1973 წელს. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის მასწავლებელთა დახელოვნების და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში, იყო კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, გრიგოლ რობაქიძისა და სხვათა შემოქმედების შესახებ. გარდა სამეცნიერო წიგნებისა, ნაზი ხელაია ავტორია 30-მდე პოეტური კრებულისა: "ვინ ახსნა ჯაჭვი", "ამორძალის ლოცვა", "სული ღმერთს, გული სამშობლოს" და სხვა, სამნაწილიანი რომანისა "თეთრი ხილვები". საკანდიდატო დისერტაციის თემა "იოსებ ნონეშვილის ლირიკა", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა "გალაკტიონის ლექსის მუსიკა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.396-397 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |