The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუხულა მჭედლიანი

ბუხულა მჭედლიანი
დაბადების თარიღი:1940  (85 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1965 წელს.

1965 წელს მუშაობა დაიწყო ხაიშის საშუალო სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად. 1968 წელს გადაიყვანეს უმაღლესი დაოსტატების სპორტული სკოლის მწვრთნელად, თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელთა მოსამზადებლად. 1972 წელს დააწინაურეს და დანიშნეს სპორტსაზოგადოება "შევარდენის" მესტიის რაიონული საბჭოს თავმჯდომარედ. პარალელურად იყო საქართველოს თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელთა ნაკრები გუნდის უცვლელი წევრი, სადაც ოთხჯერ მოიპოვა პირველი ადგილი სპორტის ამ სახეობაში და გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა დროს მოპოვებული აქვს ბალტიის ქვეყნებისა და სპორტსაზოგადოება "ჯარჰას" ჩემპიონობა. მოთხილამურე (ტრამპლინიდან ხტომა).

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.262

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ჩემპიონი
  • საქართველოს სპორტის ოსტატი

გააზიარე: