შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლია ნაკანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოვეტერინალური ინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტი 1944 წელს. მუშაობდა მესტიის კომკავშირის რაიკომში საქმეთა მმართველად, 1944 წელს მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონის ზოოვეტუბნის ზოოტექნიკოსად. 1947 წელს აირჩიეს საქართველოს ალკკ ზემო სვანეთის რაიკომის მდივნად, 1952 წლიდან იგი სამუშაოდ თავის სპეციალობის მიხედვით გადავიდა და დაინიშნა მესტიის რაიონის ცენტრალური ზოოვეტუბნის გამგის თანამდებობაზე, 1959 წლიდან მუშაობდა მესტიის რაიონის სოფლის მეურნეობის ინსპექციის მთავარ ზოოტექნიკოსად. სხვადასხვა დროს დაჯილდოვებული იყო მთავრობის მედლებით და არჩეული იყო მესტიის რაიკომის წევრად და მესტიის რაიონული სახალხო სასამართლოს მსაჯულად. სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.265 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |