The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზა ჭიკაიძე

იზა ჭიკაიძე
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თელავის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1971 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. გურჯაანის №1 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; ქ. გურჯაანის №3 საშუალო სკოლაში – დირექტორად, აგრეთვე, გურჯაანის რაიონის განათლების განყოფილებაში, სასკოლო ინსპექტორად; 1986 წლიდან მუშაობა გააგრძელა თელავის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, დოცენტის თანამდებობაზე; 1991 წლიდან საქართველოს უზენაეს საბჭოში, რედაქტორად, შემდეგ, – სახელმწიფო საბჭოში რედაქტორ-რეფერენტად, ხოლო ბოლო ოც წელზე მეტი (2013 წლამდე) მოღვაწეობდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატებში, რედაქტორად, რეფერენტად და მრჩევლად; გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "ვედრება" (1992), "გაზაფხული" (1998), "რაი არს ნეტარება" (2002), "მე დავიბადე ქრისტეშობისას" (2010), "ას ერგასი ლექსი" (2012), "ზამთრისპირა ლოცვები" (2021), "მეც ქართველი ვარ" (2022). ი. ჭიკაიძის ლექსებში, საქართველოს გმირულ წარსულთან ერთად, გადმოცემულია თანამედროვე ყოფა და ადამიანთა მისწრაფებები, ამჟამინდელი ტკივილებითა და სიხარულით; პოეტი თავის ლექსებში დიდ ყურადღებას უთმობს უფალს და მის ყოვლისშემძლეობას; აღსანიშნავია, აგრეთვე ფილოსოფიური ხასიათის ლექსები; მის შემოქმედებაში მუდამ ადამიანთა სიცოცხლის, სიყვარულის უკვდავებისა და მარადიულობის მადლიანი საგალობელი გვეხმიანება. ფილოლოგიის დოქტორი (1986).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
    ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის
  • ანა კალანდაძის სახელობის პრემია
    ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: