Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ნაკანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, წყლის ეკოლოგიის სპეციალობით, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1976 წელს. მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ს/კ ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1991 წელს იგი, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, დამოუკიდებელი საქართველოს ახლად შექმნილი გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნა. 1992 წელს მისი ინიციატივით ქ. ბუქარესტში, რიგ სახელმწიფოთა კოლეგებთან ერთად ხელი მოაწერა "შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის საერთაშორისო კონცეფციას". 1977-1990წწ. მუშაობდა საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, შემდგომ წლებში იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველის მოადგილე, 1995-2000წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე. შემდგომში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრაზე მოღვაწეობდა და ეკავა პროფესორის თანამდებობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში იგი ხელმძღვანელობდა მეცნიერული უზრუნველყოფის სამსახურს და თანამშრომლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიასთან და სოფლის მეურნეობის მიმართულების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან. მისი საქმიანობის სფეროში შედიოდა აგრეთვე აგრარული კოლეჯების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა საზღვარგარეთის ქვეყნებში კვალიფიკაციის ამაღლების, სურსათის ხარისხის მართვის, მიწის რესურსების გამოყენებისა და რიგი სხვა საკითხები. ახლო სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიო ბანკთან და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან. გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.266
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |