Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კასრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1963 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალში, სადაც გაიარა სხვადასხვა თანამდებობრივი საფეხურები: ელექტროზეინკალი, მორიგე ელექტრომონტიორი, მართვის ფარის მორიგე, ელექტროსაამქროს მორიგე ცვლის უფროსი, ელექტროსადგურის მორიგე ინჟინერი. 1968 წელს მუშაობდა ქ. თბილისში "ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებულ სადისპეტჩერო სამსახურში" ელექტრული რეჟიმების სამსახურის ინჟინრად, მორიგე დისპეტჩერად; 1969 წელს გადაიყვანეს გამოთვლითი ტექნიკის სამსახურში ალგორითმიზაციის ჯგუფის უფროსად, შემდეგ, გამოთვლითი ტექნიკის სამსახურის უფროსად, გაერთიანებული გამოთვლითი ტექნიკისა და სადისპეტჩერო მართვის ავტომატიზებული სისტემების სამსახურის უფროსად. იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი და უშუალო მონაწილე ამიერკავკასიაში ენერგეტიკის დარგში გამოთვლითი ტექნიკისა და მათემატიკური უზრუნველყოფის დამუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, 15 წლის მანძილზე იყო ამიერკავკასიის ქვეყნების (რესპუბლიკების) ენერგოსისტემებში მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი. 1988 წელს დაინიშნა "ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს" უფროსის მოადგილედ, ხოლო 1994 წლიდან - სამმართველოს რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებული სს "საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ენერგოსისტემების პარალელური მუშაობის კოორდინაციისა და მართვის ცენტრის" (სს "პონტოელის") გენერალური დირექტორის მოადგილედ; 2002 წლის ივლისიდან - გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მუშაობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: "დსთ-ს დამსახურებული ენერგეტიკოსი", "სსრკ ენერგეტიკის ფრიადოსანი". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.159-170 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |