შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხორბალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქარელი. დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2004 წელს; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2013 წელს. 2010 წელს მუშაობდა გორის №3 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. 2010-2011 წლებში იყო გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. 2011 წელიდან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 2 პოეტური კრებულისა და ოცამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ლექსების პირველი კრებული – "მთვლემარე განთიადი" (2003); მეორე კრებული – "წვიმის სურათი" (2007). მისი ლექსები შეტანილია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.400 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |