შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასონ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიაიყო მარგანეცის მრეწველთა გაერთიანების ყოფილი დირექტორი, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი 1902-1921 წლებში და ამ პარტიის ლიდერი, მენშევიკური პარლამენტის ყოფილი წევრი და მენშევიკური მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი ბერლინში. პირველად დააპატიმრეს 1923 წელს, მეორედ 1938 წელს დაპატიმრებულ იქნა შინსახკომის ორგანოების მიერ. ბრალად ედებოდა გერმანიის დაზვერვის აგენტობა, აქტიური ჯაშუშური საქმიანობა, აგენტურული ქსელის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელმა ჯილიან ევისონმა 1907 წელს შედგენილი რუსეთის საწინააღმდეგო პეტიციის ხელმომწერების ნუსხის ნაწილი გამოაქვეყნა. "ქართველი ხალხის პეტიცია" 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნეს. პეტიციაში წერია, რომ რუსეთმა დაარღვია 1783 წელს დადებული "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობები საქართველოს მიმართ. პეტიციის ავტორები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ხელჰყო საქართველოს ავტონომია და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის აღდგენაში დახმარებას სთხოვდნენ. პეტიციას თან ახლავს ხელმოწერები 25 ფურცლად. პეტიციის დედანსა და ხელმომწერთა ჩამონათვალს გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის უორდროპების კოლექციაში მიაგნეს. ამ პეტიციაზე ერთ-ერთი ხელმომწერი იყო იასონ ბაქრაძე. რეპრესირებული. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; ქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი : netgazeti.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |