Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენრიხ კახნიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამრეწველო საწარმოთა და ქალაქების ელექტრომომარაგება 1971 წელს. 1958 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ზესტაფონის 110 კვ. ქვესადგურში ელ. ზეინკლად, 1964 წლიდან - ზესტაფონის ელექტროქსელებში, ტექნიკოსად; მუშაობა დაიწყო დისპეტჩერად, შემდგომ მუშაობდა ქ. ზესტაფონის ელექტროქსელებში უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის უფროს ინჟინრად, ქვესადგურების ჯგუფის უფროსად, თერჯოლის საქსელო რაიონის უფროსად; 1980 წელს დაინიშნა ზესტაფონის ქსელების მთავარ ინჟინრად; 1984-2003წწ. - დირექტორად; 2003 წლიდან - იმერეთის ფილიალის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ ზესტაფონის რეგიონის ქვესადგურებისა და ხაზების ჯგუფის სამსახურის უფროსად. დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნით "ერთიანი ენერგეტიკული სისტემის 40 წელი", მედლებით "სანიმუშო შრომისთვის". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.161 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |