შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოლხიდა, გაგრის რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951 წლიდან მუშაობდა ჯერ გაგრის პირველი საშუალო სკოლის, შემდეგ ბზიფის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. პარალელურად წერდა და აქვეყნებდა წერილებს, სტატიებს, მოთხრობებს ჟურნალ-გაზეთებში. 20 წლის განმავლობაში იყო გაგრის საქალაქო გაზეთ "ავანგარდის" რედაქტორის მოადგილე. 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ "ნიანგის" კორესპონდენტად აფხაზეთში. აფხაზეთიდან დევნილობის პერიოდში გამოსცა პოეტური კრებულები: "აფხაზეთია ჩვენი ტკივილი", "ტკივილიანი სონეტები", "ტკივილი, ისევ ტკივილი", "ლირიკა". იგი აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. მან რუსულიდან ქართულად თარგმნა რამდენიმე რომანი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.401 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |