შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან ხურცილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლექსების პირველი კრებული "მაღალი ცა" სოხუმში გამოსცა. წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის გამომცემლობებში. გამოცემული აქვს კრებულები: "ხეები თოვლში", "სახლი შუაგულ ტყეში", "ბზარი კედელზე", "ერთი დღე", "კერა", "გადასახედი" და სხვა. თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ძველი ჩინელი პოეტის დუ ფუს ლექსები, ასევე – აფხაზი პოეტების ლექსები. აფხაზეთის ომის შემდეგ 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც გამოსცა ლექსების კრებული, მოთხრობები და რომანი "მგლები". 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.403 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |