Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა კვასხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროსადგურების ქსელებისა და სისტემების სპეციალობით, 1941 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა თელასში მორიგე დისპეტჩერის თანაშემწედ, შემდეგ გ. დიმიტროვის სახელობის ქარხანაში საამქროს უფროს ელექტრიკოსად; 1946-1949წწ. - ტერსტ "საქკომუნენერგოს" ელექტროლაბორატორიის გამგედ; 1950-1968წწ. - სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1968-1973წწ. - "სოფლენერგოპროექტში" 35-110 კვ. ეგხ-ების და ქვესადგურების დაგეგმარების განყოფილების მთავარ სპეციალისტად, შემდეგ უფროსად; 1974 წლიდან მუშაობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ქვესადგურების განყოფილებაში პროექტის მთავარ ინჟინრად; 1976-1983წწ. - "საქმთავარენერგოს ენერგოგასაღების", შემდეგ "ენერგოზედამხედეველობის" მთავარ ინჟინრად; 1983 წლიდან - პერსონალური პენსიონერი, მუშაობდა "საქენერგოში" სხვადასხვა თანამდებობებზე. მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დიდი წვლილი მიუძღვის კავკასიის ენერგეტიკის ისტორიის მუზეუმის დაარსებაში. იყო საქართველოს ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით. არის რედაქტორი და ერთ-ერთი შემდგენელი წიგნების: ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემული "გოელროს ლენინური გეგმის 60 წელი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარება" და ზაჰესის 50 წლისთავთან დაკავშირებით რუსულ ენაზე გამოცემული "Полвека в рабочем строю". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.164 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |