The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ კვაჭაძე

ბაგრატ კვაჭაძე
Date of birth:22 October, 1949  (75 years)
Category:Inventor, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაღლეფი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს.

1972 წლიდან მუშაობდა საქენერგოს რელეური დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალურ სამსახურში ინჟინრად; 1990 წლიდან - სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალური სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან - ენერგოსისტემის რეჟიმების და ანალიზის სამსახურის უფროსი; 2014 წლიდან - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რელეური დაცვისა და ავტომატიკის განყოფილების უფროსი. 1973 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ორი სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს სამი პატენტი გამოგონებებზე. გამოქვეყნებული აქვს ექვსი სტატია სხვადასხვა ჟურნალებში. არის ათეულობით რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. 2003 წელს მიღებული აქვს "წლის ინჟინრის" საპატიო წოდება.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.165

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

Share: