Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კვაჭაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. მოსკოვში "თბოელექტროპროექტში", მონაწილეობდა ტყვარჩელსრესის დაპროექტებაში. 1942 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა აწჰესში, შემდეგ, საქართველოს დასავლეთის ზონალურ სადისპეტჩერო პუნქტში სარელეო დაცვის ინჟინრად. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე, "ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესები ელექტრულ სისტემებში", მაგრამ იმის გამო, რომ მისი ძმა, სახალხო კომისარი ლავრენტი კვაჭაძე რეპრესირებულ იქნა 1937 წელს (რეაბილიტირებულია 1955), მის მიერ დაცული დისერტაცია დასმენის საფუძველზე ანულირებულ იქნა, როგორც რეპრესირებულის ოჯახის წევრისა. მოგვიანებით მან ქ. მოსკოვში ხელახლა დაიცვა დისერტაცია და მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის "ელექტროსადგურების, ქსელების და სისტემების" კათედრაზე დოცენტად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. წლების განმავლობაში შეთავსებით მუშაობდა კავშირგაბმულობის საკავშირო ინსტიტუტსა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო კურსებზე. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დაამუშავა პროგრესული ელექტროსისტემის მოდელირების საკითხები და ენერგოსისტემის რეჟიმებისა და ქსელში მოკლე შერთვის გაანგარიშების ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მეთოდები. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.165-166
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |