The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი ნაკანი

ლერი ნაკანი
დაბადების თარიღი:1962
გარდაცვ. თარიღი:2002  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს კომერციული სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა ოდესის იურიდიული აკადემია.

უმაღლესი განათლების მისაღებად იგი ქ. ოდესაში გაემგზავრა და იქ გააგრძელა სპორტული საქმიანობა. ასპარეზობდა უკრაინის სახელით, აღსანიშნავია რომ მისი სახელობის ტურნირი დღესაც ტარდება უკრაინაში; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობდა ქ. ჩელიაბინსკში გამართულ შეჯიბრებაში, სადაც გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა; 1985 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ოქროს მედალი დაიმსახურა; სხვადასხვა დროს იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, სსრ კავშირის ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ხალხთა მერვე სპარტაკიადის პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ხალხთა მეცხრე სპარტაკიადის ბრინჯაოს მედალოსანი; მუშაობდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლოს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილედ და მიღებული ჰქონდა მაიორის წოდება.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.269

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • 1985 - სსრკ ჩემპიონი (ძიუდო)
  • ევროპის ჩემპიონი (ძიუდო, ახალგაზრდებს შორის)
  • სპორტის დამსახურებული ოსტატი (ძიუდო)
  • საერთაშორისო სპორტის ოსტატი (ჭიდაობა ძიუდო)

გააზიარე: