შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ კვირიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით - სამრეწველო ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ენერგომომარაგება 1992 წელს. მუშაობა დაიწყო შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" დისპეტჩერად; 2005-2010წწ. მუშაობდა უფროს დისპეტჩერად; 2010 წლიდან - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ტექნიკური უსაფრთხოებისა და ინსპექციის სამსახურის უფროსად. მისი თაოსნობით დამუშავდა ელექტროსისტემის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ეტაპობრივი შესრულებით მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ელექტროსისტემაში არსებული ვიწრო ადგილები, შესაბამისად, შემცირდა ავარიები და გამოირიცხა პერსონალის მიზეზით გამოწვეული დარღვევები. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: 2008 წელს - სისტემის ქსელური ანალიზის კურსი (SINS); 2011 წელს - მუდმივი დენის ჩანართის ძირითადი პრინციპები და გამოყენების კურსი (SINS); 2013 წელს - მართვის აკადემია (თბილისი), პროექტების მართვის სრული კურსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.166 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |