The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ კიკვაძე

ვახტანგ კიკვაძე
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1955  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი როხი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1997წწ. - ტრესტი "კავკასელექტროქსელმშენის" N90 მექანიზირებული კოლონა: ოსტატი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსის მოადგილე, სს "ენერგიას" დირექტორის მოადგილე, დირექტორი. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობებსა და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაში: 500კვ. ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე: "კაკასიონი"; "აზსრესი-მუხრანის ველი"; "როსტოვის აეს-ბუდიონოვსკი"; "როსტოვის აეს-ტრუბნაია", 750 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე "ჩერნობილის აეს-კურსკის აეს", 35 კვ. ძაბვის ქ/ს "გორში". 2004 წლიდან - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის მთავარი მრჩეველი; 2006 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; 2007 წლიდან - ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი. მონაწილეობს კოდორის ხეობის სრული ელექტრიფიცირების სამუშოების დაგეგმვასა და შესრულებაში. ხელმძღვანელობს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, ენერგოსისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისთვის მზადყოფნის მიზნით დარგის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების, ნორმატიული დოკუმენტების დამუშავებას; ურთიერთობას რიგ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში პერსპექტიული ჰესების ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების დადგენა დაზუსტების, ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის და სხვა საკითხებზე. 2012 წლიდან მუშაობს სს "საქრუსენერგოში". არის საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების მონაწილე (ბელგია, თურქეთი), პროგრამა ინოგეიტის ფარგლებში ენერგორესურსების ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის საიმედოობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუშა ჯგუფის წევრი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.167

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: