The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა დიდმანიძე

ვაჟა დიდმანიძე
Date of birth:5 March, 1943  (82 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, მახარაძის რაიონი (ახ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი "ავტომატიკისა და ტელემექანიკის" განხრით - ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1966 წელს.

1960-1966წწ. სპი-ში სწავლის პარალელურად გადიოდა პრაქტიკას და მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში და რუსთავის სსი-ავტომატმრეწვში; 1967 წლის თებერვლიდან იწყებს მუშაობას განაწილებით რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხანაში (რქბქ) ოსტატის თანამდებობაზე; 1968-1970წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ოცეულის მეთაურად, შემდეგ ბრუნდება უფროსი ლეიტენენტის წოდებით რქბქ-ში უბნის უფროსის თანამდებობაზე; 1970 წლის ოქტომბრიდან კითხულობს ლექციებს საწარმოთა ავტომატიზაციის დარგში; 1971 წლის ივნისიდან მუშაობას იწყებს სპი-ში ახლად ჩამოყალიბებული მართვის ავტომატიზებული სისტემის კათედრაზე (მისი დაარსების დღიდან); ამავე წლის სექტემბრიდან კითხულობს ლექციებს; პარალელურად, სხვადასხვა წელში კათედრაზე იკავებს ლაბორატორიის გამგის (1971), ასისტენტის (1976), უფროსი მასწავლებლის (1979), დოცენტის (1980) და პროფესორის (1998) თანამდებობას; 1988- 1989წწ. მუშაობს თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში; 1989-2005წწ. პრორექტორის თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ). საბჭოთა პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა კომკავშირული, პროფკავშირული და კომუნისტური პარტიის ადმინისტრაციულ ორგანოებში; 1992-2003წწ. შეთავსებით მუშაობდა სტუ-ს კომპიუტერული ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელად; არის UNESCO-ს ექსპერტი ინფორმატიკის დარგში (1995 წლიდან), UAIT-ის ინფორმატიკის კომიტეტის წევრი (1994 წლიდან), საქართველოს ინფორმატიკის სამეცნიერო საბჭოს წევრი (1999 წლიდან); 2000 წლის ოქტომბრიდან აირჩიეს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარედ (2004 წელს ტექნიკური კომიტეტი დაიხურა); 1985 წელს იუნესკოს ეგიდით იმყოფებოდა სამეცნიერო სტაჟირებაზე სორბონას უნივერსიტეტში; 2003 წელს დაინიშნა სტუ-ს იუნესკოს კათედრა - "საინფორმაციო საზოგადოება" კათედრის გამგის მოადგილედ საზოგადოებრივ საწყისებზე; 2005 წლიდან მუშაობს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მართვის ავტომატიზებული სისტემების მიმართულებაზე პროფესორის თანამდებობაზე. ვ. დიდმანიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის თანამედროვე ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ქართულ ენაზე ვირტუალური სწავლების პრობლემების გადაწყვეტაში, კერძოდ კი, ქართული ელექტრონული წიგნისა და ქართული ელექტრონული სახელმძღვანელოს შექმნის საკითხებში. ემერიტუს პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძირითადი წარმოების დაგეგმვისა და მართვის ავტომატიზებული სისტემის დამუშავების მთავარი პრობლემები რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხნის ქიმიური საამქროს მაგალითზე", დაიცვა 1977 წელს.

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი

Share: