The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჯახუტაშვილი

გურამ ჯახუტაშვილი
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს.

2005-2007წწ. იყო თიბისი ბანკის საკრედიტო ექსპერტი; 2007-2008წწ. საქართველოს ბანკის საკრედიტოს უფროსი; 2008-2013წწ. საქართელოს ბანკის იპოთეკური სესხების ცენტრის დირექტორი; ლექსების წერა დაიწყო 14 წლის ასაკიდან. 1998-2002 წლებში მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში - "ცისკარი", "ლიტერატურული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკა", "ახალი ეპოქა" (ჩვენი მწერლობა), გაზეთი "ბათუმი", "სარკმელი საქართველოსი", "უნივერსიტეტის გაზეთი". 2000 წელს გამოიცა კრებული, რომელშიც თავმოყრილია იოჰან ვოლფგან გოეთეს ლექსის "მგზავრის ღამეული სიმღერა"-ს ქართველ ავტორთა თარგმანები. აღნიშნულ წიგნში შესულია მისი ორი თარგმანი. 2012 ლიტერატურულმა გაერთიანებამ "ლიტერატურული კლუბი" გამოსცა პოეტური კრებული "თავფურცელი", რომელშიც გაერთიანდა ლიტერატურულ კლუბის საიტის თავფუცელზე გასული ლექსები. აღნიშნულ წიგნში შესულია გურამ ჯახუტაშვილის სამი ლექსი. 1998-2013წწ. ავტორის შემოქმედება მოიცავს 400 მდე ლექსს, მიკრო პოემას, პროზაულ ჩანახატებს და თარგმანებს. კერძოდ, ჰერმან ჰესეს, ჰაინრხ ჰაინეს, რაინერ მარია რილკეს,იოჰან ვოლფგან გოეთეს, ემილი დიკენსონის პოეზიის თარგმანებს. 2013 წელს შედგა გურამ ჯახუტაშვილის დებიუტი. 2013 წელს გამოსცა პოეტური კრებული "თევზის ოთახი", შემდეგ "მზის ჩრდილი" (2018). თარგმნილი აქვს გოეთეს, ჰაინეს, რილკეს, დიკინსონის ლექსები ქართულ ენაზე.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.414-415; არმური: armuri.georgianforum.com

ბიბლიოგრაფია

  • მზის ჩრდილი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2017. - 124გვ.. - ISBN: 9789941470875
  • თევზის ოთახი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2013. - 196გვ.. - ISBN: 9789941443220

გააზიარე: