Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ჯინჯიხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზედაეწერი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ა. მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1964 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რაიონის საშუალო სკოლებში მასწავლებლად. 1971-1974წწ. იყო აფხაზეთის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის მათემატიკის მეთოდკაბინეტის გამგე; 1981-1989წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი; 1989-2005წწ. თსუ სოხუმის ფილიალის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1989-2006წწ. თსუ სოხუმის ფილიალის დაწყებითი სწავლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის გამგე; 2006-2008 წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივევრსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი; იკვლევს მათემატიკის დაწყებითი კურსის მეცნიერული საფუძვლების, მისი სწავლების მეთოდიკისა და ტექნოლოგიის, ტიპოლოგიურ-ენათმეცნიერული ნუმერალისტიკისა და თეორიული ენათმეცნიერების, უძველესი მათემატიკის ისტორიის, ჰუმანისტური პედაგოგიკის, სწავლებისა და აღზრდის ფსიქოლოგიის, პედაგოგიკისა და განათლების ისტორიის, რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების აქტუალურ პრობლემებს. მის სახელმძღვანელოებზე ქართველ მასწავლებელთა მრავალი თაობა აღიზარდა. არის მათემატიკის მეთოდისტი, მათემატიკის ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, მათემატიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995), ომის ვეტერანი. 60-ზე მეტი წიგნისა და 200-ზე მეტი სტატიის ავტორი. გარდა ამისა, წერს ლექსებს და გამოქვეყნებული აქვს ოთხი სქელტანიანი პოეტური კრებული. მიღებული აქვს მთავრობის საპატიო სიგელები 1997, 2010, 2015, 2016, 2018 წლებში. საკანდიდატო დისერტაციის თემა ისტორიულ-შედარებით და ტიპოლოგიურ ენათმეცნიერებაში - "ექვსობითი თვლის შესახებ მსოფლიო ენების აწმყოსა და წარსულში", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში - "მათემატიკის სწავლების მეთოდიკა დაწყებით სკოლაში", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 415-416; ჯემალ ჯინჯიხაძე : 50 წელი ერის სამსახურში / შემდგ.: რომანოზ დანელია, ლევან ჯინჯიხაძე, გიორგი ჯინჯიხაძე.-თბ.,2015.-გვ.352; მუდმივ ძიებაში : ჯემალ ჯინჯიხაძე / გიორგი ჯინჯიხაძე .-თბ.,2021.-გვ.415-416 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |