Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ჯიჭონაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. 1986 წელს ჩაირიცხა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა სოხუმის უნივერსიტეტის ლიტერატურულ ჟურნალ "ცხუმში", შემდგომში – ჟურნალ "რიწაში" და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. არის ათამდე წიგნის ავტორი. პირველი წიგნი გამოიცა 1990 წელს "მერანში", სახელწოდებით "მსურდა ლოცვა"; შემდგომ წლებში გამოვიდა მისი სონეტების, ნოველების, ლიტერატურული ზღაპრების, მოთხრობების წიგნები. 2014 წელს გამოვიდა მისი ხუთტომეული. გია ჯიჭონაიას შემოქმედება გაერთიანებულია ერთ სათაურში – "ადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობის ქრონიკა". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 417 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |