The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ კილასონია

ჯემალ კილასონია
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 2017  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1962 წელს; ასპირანტურა - 1969 წელს.

1969 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. 1980 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროში შედის ჰიდროტექნიკური და სატრანსპორტო მშენებლობის, ჰიდრავლიკისა და ჰიდროენერგეტიკის, საფრენი აპარატების სამშენებლო მექანიკის აქტუალური საკითხები. მის მიერ მიღებული მეცნიერული შედეგები ასახულია 100-მდე სამეცნიერო პუბლიკაციაში და ნორმატიულ დოკუმენტში, გამოყენებულია მრავალი ჰიდროელექტროსადგურის დაპროექტებისას. არის რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე. წლების მანძილზე შედიოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებულ საუწყებათშორისო საბჭოს ენერგეტიკული ნაგებობების სეისმომედეგობის კომისიაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო და ერთი საკანდიდატო დისერტაცია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.168-169; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 37

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: