შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კობაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1959 წელს თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად, შემდეგ ინჟინრად. 1965-1985წწ. მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს კომკავშირულ და პარტიულ ორგანოებში. არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1985 წლიდან - საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი, წამყვანი სამეცნერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი; იმავე წლიდან - ახლადგაშვებულ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში ტექნიკური განყოფიელბის უფროსი; შპს "ჟინერის" მიერ კომპლექსის იჯარით აღების შემდეგ - გენერალური დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი; 2000 წლიდან - აღნიშნული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2006 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საგურამოს ფილიალის აპარატის უფროსი. დაჯილდოებულია სამი ორდენით და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.171 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |