Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქელეჩბი ნიგურიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაიბადა ცნობილი მედიატორის ოჯახში. იგი ახალგაზრდობიდან ეზიარა სვანური სამართლის სიბრძნეს და მესტიაში არ იყო არცერთი საქმე, რომ მის გარჩევაში მონაწილეობა არ მიეღო. შემდგომში, მან მამის მეგობრებთან ერთად მთელ ზემო სვანეთში დაიწყო სვანური სამართლის მიხედვით საქმეების გარჩევა. ეს ეხება ძირითადად იმ პერიოდს, როცა საბჭოთა წყობილებამ დაიწყო გადამტერებული ოჯახების და გვარების შერიგება. იგი მთელი მონდომებითა და მდიდარი გამოცდილებით ჩაება ამ საქმეში და უდიდესი წვლილი შეიტანა მესტიის რაიონში მშვიდობიანობის დამყარების საქმეში. მას მუდმივად ირჩევდნენ მესტიის სასოფლო საბჭოს დეპუტატად. ზემო სვანეთის ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნება, ცნობილი მედიატორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.274
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |