The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ აბდუშელიშვილი

ზურაბ აბდუშელიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტ-სამართალმცოდნის სპეციალობით 1994 წელს.
1987-1988წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1988-1990წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო აქტების კოდიფიცირების განყოფილების სპეციალისტი; 1990-1992წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწე; 1992-1993წწ.  საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლო გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი; 1993-1997წწ. ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი; 1997-2000წწ. საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს საერთაშორისო სამმართველოს უფროსი; 2000-2004წწ. საქართველოს ტელეკომის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2005-2019წწ.  შპს "ტრანსლოუდის" დირექტორი. 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 26


გააზიარე: