| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1992-1993 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრაზე, მეცნიერ-თანამშრომელად; 1997-2000წწ. იყო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2000-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2002-2005წწ. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქ. რომში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD,WFP) საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი; 2005 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი (სამხრეთ კავკასია, უკრაინა, დსთ და სუამი); 2005-2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2006 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2010წწ. საბერძნეთის და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2011-2012წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში, სინგაპურისა და ფილიპინების რესპუბლიკებში, ტიმორლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; 2018 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 30
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

