შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით სამრეწველო საწარმოთა ელ. მოწყობილობები 1950 წელს. მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში საგლინავი საამქროს უფროსის თანაშემწედ ელ. მოწყობილობების დარგში. 1963 წელს გადაიყვანეს რუსთავის ქიმიური ქარხნის მთავარ ენერგეტიკოსად. 17 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ თანამდებობაზე. იყო დამსახურებული რაციონალიზატორი. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს, მოამზადა მრავალი დიპლომატი, იყო ენერგეტიკის ფაკულტეტზე სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ქიმიური ქარხნის ელ. სარემონტო საამქროს აკაკი კობახიძის სახელობის საამქრო ეწოდა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.172 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |