შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბოგდან ნიგურიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის ელექტროტექნიკურ სასწავლებელში; 1967 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხდრო სამსახურში და ჯარიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში; სწავლის პერიოდში ეწეოდა მთამსვლელობას, საქართველოს სახელით მონაწილეობდა ჩემპიონატებში კლდეზე ცოცვასა და ალპინიზმში; არის შეიარაღებული ძალების რამდენიმე გზის ჩემპიონი და პრიზიორი; მონაწილეობდა საერთაშორისო მთამსვლელ მოთხილამურეებთან ერთად მწვერვალ იალბუზიდან თხილამურებით დაშვებაში; 1972-2005წწ. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სამაშველო სამსახურს; აღნიშნულ წლებში ჯგუფმა კავკასიონის მწვერვალებიდან და უღელტეხილებიდან ჩამოასვენა 25 დაღუპული და 30-მდე გადარჩენილი სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები; შესრულებული აქვს უმაღლესი კატეგორიის ასვლები კავკასიონზე, მინიჭებული აქვს უფროსი ინსტრუქტორის წოდება, როგორც ალპინიზმში და ტურიზმში, ასევე სამთო სათხილამურო სპორტში. არის სპორტის ოსტატი ალპინიზმში, სამთო-სათხილამურო სპორტში და მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, რომლის დირექტორადაც წლების განმავლობაში მუშაობდა და რომელსაც ტურისტები დიდი ინტერესით ეცნობიან. მთამსვლელი, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.275 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |