The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი კობახიძე

დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:2007  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თლუღი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

მუშაობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში", სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. იყო ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი ინჟინერი, 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა "მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების" განყოფილებას. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტები, მათ შორის, "500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ორჯონიკიძე-ზესტაფონი"; "330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ორჯონიკიძე-გროზნო"; "330 კვ. ელექტროგადამცემი ხახი ენგურჰესი-არმავირი"; "500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი თბილისი-ახალციხე-დიდი ზესტაფონი"; "500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ენგურ ჰესი-სოხუმი-დაგომისი" (საქართველოს ტერიტორიაზე); "500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი სტავროპოლის სრესი (ცენტრალნაია)-ენგურ ჰესი" (საქართველოს ტერიტორიაზე). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.173

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: