The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა კობახიძე

ვაჟა კობახიძე
დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:2004  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს.

1953 წლიდან მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში". მონაწილეობდა ორთაჭალჰესის, ლაჯანურჰესის, დარიალჰესის და ვარციხეჰესების დაპროექტებაში. 1967 წელს მიავლინეს კუბის რესპუბლიკაში სამუშაოდ. 1968 წელს დანიშნეს ხუდონჰესის პროექტის მთავარ ინჟინრად. პროექტზე მუშაობის პროცესში დიდ ყურადღებას აქცევდა ეკოლოგიურ საკითხებს. დაჯილდოებული იყო საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის სამინისტროს სიგელით, რამდენიმე მედლით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.173

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: