The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის კოჟორიძე

ბორის კოჟორიძე
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

მუშაობა დაიწყო "საქმთავარენერგოს" ცენტრალურ სადისპეტჩერო სამსახურში მორიგე დისპეტჩერად. მალე დაწინაურდა უფროს დისპეტჩერად; 1985-1995წწ. - სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი; 1996-1999წწ. სკ "საქენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2000-2002წწ. - შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000"-ის გენერალური დირექტორი; 2003 წლიდან სს "თელასის" სადისპეტჩერო მართვის დეპარტამენტის უფროსი. მის მიერ საქართველოს ენერგოსისტემისთვის დამუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი იქნა სხვადასხვა სახის სამოქმედო და სახელმძღვანელო დოკუმენტი ენერგოსისტემის მართვისა და ავტომატიზაციის სფეროში. მისი დახმარებით ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი დაეუფლა ენერგოსისტემის ოპერატიული მართვის საფუძვლებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება 1990-იანი წლებში, როცა სიმძლავრის მკვეთრი დეფიციტისა და სხვა ქვეყნების ენერგოსისტემებიდან იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის მეტად რთულ პირობებში შენარჩუნებულ იქნა საქართველოს ენერგოსისტემის ერთიანი მართვა და მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო მომხმარებელთა უწყეტი ელექტრომომარაგება. მიღებული აქვს საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბ., 2016.- გვ.175-176

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: