შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კორძაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1949 წელს. 1949 წლიდან მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში". მონაწილეობა აქვს მიღებული გეოლოგიურ პარტიებსა და ექსპედიციებში სხვადასხვა ჰიდროობიექტებზე: გუმათის ჰესები, ვარციხეჰესები, ნამახვანჰესი, ჟონეთიჰესი, ტვიშიჰესი, ენგურჰესი, ტობარიჰესი და სხვ. 1979 წელს მივლინებული იყო ეგვიპტესა და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. დაჯილდოებულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სიგელებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.176
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |