The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ იოსელიანი

რამაზ იოსელიანი
Date of birth:11 March, 1958  (67 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამისა და კინომსახიობთა ფაკულტეტი 1979 წელს.

სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თითქმის ყველა დიდი თეატრის სცენაზე; 1979 წლიდან იგი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1987-1999წწ. მოღვაწეობდა მეტეხის თეატრში, 1992-1995წწ. იყო შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის მსახიობი; 2000 წლიდან ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია; 2000-2006წწ. თავისუფალი თეატრის მსახიობი; 1982-2005წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სასცენო მეტყველების კათედრის პედაგოგი; 1996-2000წწ. მოღვაწეობდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტრის უნივერსიტეტში მსახიობის ოსტატობის კათედრის პედაგოგად; 1979-1999წწ. მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელში; იყო გადაცემების ავტორი, რედაქტორი, პროდიუსერი და წამყვანი; 2004-2007წწ. დაინიშნა გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველად; 2005 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა  საქართველოს რეგიონალური თეატრების ანსამბლეა; 2010-2012წწ. დააარსა საბავშვო თეატრ-სტუდია "მაცაცერა", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო; რ. იოსელიანის თანამშრომლობა ფოთის თეატრთან დაიწყო 2008 წლიდან რეჟისორის ამპლუაში, როცა ფოთის თატრის სცენაზე დადგა სპექტაკლი "ქვრივთა ნუგეშისმცემელი",  შემდეგ კომედია "სხვისი შვილების მამა"; 2013 წლიდან არის ფოთის თეატრის მსახიობი, მონაწილეობდა ირაკლი გოგიას მიერ დადგმულ სპექტაკლში "ვიდრე მთავარ გმირს ეძინა"; ითამაშა პოლონელი რეჟისორის დარიუშ ეჟერსკის მიერ დადგმულ სპექტაკლში "ჩარეცხილები", რისთვისაც დაჯილდოვდა შჩეჩინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (პოლონეთი), როგორც "საუკეთესო მამაკაცი მსახიობი"; ამავე როლით მოხვდა საუკეთესო მამაკაც მსახიობთა რეიტინგულ ხუთეულში; სხვადასხვა წლებში დაჯილდოვებულია პრემიებითა და ჯილდოებით, როგორც "წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (1988), 1996 წელს მიენიჭა პრემია, როგორც "ნოვატორ მსახიობს სასცენო ხელოვნებაში", 2005 წელს იყო "ოქროს ნიღბის" ლაურიატი, 2011 წელს დასახელდა "წლის საუკეთესო რეჟისორად"; 2019 წლის იანვარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით რამაზ იოსელიანი დაინიშნა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.

წყარო: სსიპ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი: potitheatre.com

Awards and Honors

  • 2004 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

Share: