| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი კორძახია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს და მიენიჭა გეოლოგის კვალიფიკაცია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ უფროს გეოლოგად მოქვის საძიებო ჭაბურღილზე. 1950 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" მოქვის ნავთობძიების უფროსი; 1955 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" ბურღვის კანტორის ბზიფის, სოხუმის, კოლხიდის, საცხენისის და გომბორის ფართობებზე უბნის უფროსი; 1963 წლიდან - გეოლოგიური სამმართველოს ძირულას, თეთრი-წყაროს და ხრამის საძიებო-გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1965 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" საძიებო-გეოლოგიური კანტორის უფროსი. 1968 წელს იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში ალჟირში. დაბრუნების შემდეგ, 1969 წელს დაინიშნა ტრესტ "საქნავთობის" თბილისის პირაღრმა ბურღვის ძიების უფროსად; 1973 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" სადაზვერვო ჭაბურღილების ათვისების კანტორის უფროსის მოადგილე; 1975 წლიდან - სგ "საქნავთობის" საწარმოო მომსახურების ბაზის მთავარი ინჟინერი; 1987 წლიდან - ს/გ "საქნავთობის" ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს საამქროს უფროსი; 1989 წლიდან გარდაცვალებამდე - სგ "საქნავთობის" საძიებო-გეოლოგიური კანტორის გეოლოგი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.176 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

