შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არკადი კოტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს და მიიღო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე ასისტენტად. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ნაყოფიერად შრომობდა ქვეყნის მნიშვნელოვან ელეტროტექნიკურ საწარმოებსა და ობიექტებზე. 1936 წელს დაინიშნა თბილისის თბოელექტროსადგურის მშენებლობის უფროსის მოადგილედ. მშენებლობის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მთავარ ინჟინრად; 1943-1948წწ. - დირექტორად. 1947 წელს მიენიჭა დოცენტისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდებები. 1948-1953წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში. დიდი ამაგი დასდო ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გამოვლენის, ელექტრული სისტემის მუშაობის რეჟიმების დადგენისა და რეგულირების საქმეს. 1951-1982წწ. ხელმძღვანელობდა ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრას, ამავე დროს, წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ სასწავლო ლაბორატორიებში ათასობით ახალგაზრდამ მიიღო ცოდნა ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების, ზოგადი ელექტროტექნიკისა და ელექტრომზომელობის ფუნდამენტურ დისციპლინებში. იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის და სახელმძღვანელოების ავტორი. ელექტროტექნიკოსი, საქართველოში ენერგეტიკის დარგისა და ელექტროტექნიკური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელებითა და მედლებით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1946). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.177-178; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.190 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |