Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. 14 წლის ასაკიდან მუშაობდა ექვთიმე ხელაძის სტამბაში ასოთამწყობად. 1897 წლიდან მუშაობდა "ქართველთა გამომცემელი ამხანაგობის სტამბაში", "ცნობის ფურცელში". 1900 წელს იმყოფებოდა პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე. 1903 წელს, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტ რევოლუციურმა პარტიამ პარიზში გაგზავნა ჟურნალ "საქართველოსა" და "La Georgie"-ს გამოსაცემად. 1905 წელს მიხეილ კიკნაძე საქართველოში დაბრუნდა, ხოლო 1906 წელს დააარსა ქართულ-რუსულ-ევროპული სტამბა "იდეალი", რამაც ქართული ბეჭდვითი საქმის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი, მან შემოიღო ე. წ. "პარიზის ასო", რომლითაც პარიზში აწყობდა "საქართველოს" და სხვ. ამ სტამბაში მიხეილ კიკნაძის ხელშეწყობით წიგნების გარდა, პროკლამაციებიც იბეჭდებოდა. ასოთამწყობი, მესტამბე და გამომცემელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.679
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |