Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა კომუნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში. 1975 წლიდან - "საქენერგოს" სარელეო დაცვის სამსახურის ინჟინერი; 1978-1985წწ. - დეპარტამენტ "საქენერგოს" უსაფრთხოების ტექნიკისა და სამრეწველო სანიტარიის სამსახურის უფროსის მოადგილე, ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკური მრეწველობის დარგობრივი პროფკავშირის შტატგარეშე ტექნიკური ინსპექტორი; 1985-2000წწ. - დეპარტამენტ "საქენერგოს" უსაფრთხოების ტექნიკისა და სამრეწველო სანიტარიის სამსახურის უფროსი. ამავდროულად იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური საკვალიფიკაციო კომისიის მუდმივი წევრი. 2000-2002წწ. - შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000"-ს უსაფრთხოების ტექნიკისა და პერსონალთან მუშაობის განყოფილების უფროსი, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტემენტის ექსპერტი. ცენტრალური საკვალიფიკაციო კომისიის მუდმივი წევრი. 2002-2004წწ. - "საქართველოს სახელმწიფო სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" უსაფრთხოების ტექნიკისა და პერსონალთან მუშაობის განყოფილების უფროსი ინჟინერი; 2004-2005წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" უსაფრთხოების ტექნიკისა და პერსონალთან მუშაობის განყოფილების უფროსი; 2005-2008წწ. - სს "თელასი"-ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი, ენერგოზედამხედველობის 0,4კვ. ქსელის უფროსი ინსპექტორი; 2008-2010წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; 2010-2015წწ. - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ტექნიკური უსაფრთხოების და ინსპექციის სამსახურის უფროსი ინჟინერი უსაფრთხოების საკითხებში. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები მოსკოვში (ორჯერ), ლენინგრადსა და თბილისში (სამჯერ). 1978-2003წწ. გავლილი აქვს ცოდნის შემოწმება მოქმედ წესებსა და ინსტრუქციებში მოსკოვში (მონენერგო), "ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის" ცენტრალურ საკვალიფიკაციო კომისიაში, "საქართველოს სახსამთოტექზედამხედველობის დეპარტამენტში", "საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში". ატარებდა ლექციებს უსაფრთხოების ტექნიკის და რეანიმაციის წესებში (სსე-ს რეგიონალური ქსელები, ტიროფონა, ალაზანი, მარტყოფი, სიონი, ოკამი, ნაფარეული და სხვ. ჰესები). ორგანიზებას უკეთებდა 0,4 კვ., 35კვ. და ზევით ძაბვის ქსელების მომსახურე ბრიგადების კონკურსი-დათვალიერების ჩატარებას, ასევე სამსაფეხურიანი კონტროლის, გოსტ-12.0.004-90 უსაფრთხოების სტანდარტების, ელექტროტექნიკური პერსონალის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის გამოკვლევის, სამუშო ადგილების დათვალიერებისა და სამტალონიანი სისტემის გამოყენების დანერგვას ელექტროსისტემაში. დამუშავებული და გამოცემული აქვს "ელექტროდანადგარებში მომუშავე დაზარალებულის პირველადი დახმარების ინსტრუქცია" (გადამუშავება ქართულ ენაზე), "1000 ვოლტს ზევით ელექტრული ქსელების დაცვის წესები" (ქართულ ენაზე გამოცემა). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.178-179
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |