The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ნემსაძე

Date of birth:19??
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალშენი, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი.

მუშაობდა ქ. თბილისში სააფთიაქო სამმართველოში განყოფილების გამგედ, შემდგომში გადაიყვანეს ჯერ ქ. თბილისის გლდანის რაიონის ცენტრალური აფთიაქის მმართველად, ხოლო შემდგომ მუშაობდა სააფთიაქო ბაზის მმართველად. საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ იგი კერძო ბიზნესით დაინტერესდა და დღესაც ამ სფეროში განაგრძობს მოღვაწეობას. აფხაზეთის ომის დროს აქტიურად ეხმარებოდა ქართველ ჯარისკაცებს და უგზავნიდა საჭირო მედიკამენტებს. იმისათვის, რომ მეომრებს თავისუფლად ემოძრავად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თავის საკუთარი ავტომობილი "ნივაც" კი დაუთმო მათ. სააფთიაქო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.276

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული პროვიზორი
    სააფთიაქო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის

Share: