შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ კოხრეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული სადგურები, ქსელები და სისტემები" 1963 წელს. მუშაობა დაიწყო ტყვარჩელსრესში მორიგე ინჟინრად; 1966-1969წწ. - იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი. აქტიურდ მონაწილეობს საქართველოს ენერგოსისტემის 110 და 220კვ. ქსელის ელექტრული რეჟიმების ოპტიმიზაციის კვლევით სამუშაოებში. 1972 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მის მიერ მიღებული მეცნიერული შედეგები გამოყენებულ იქნა ტყვარჩელსრესში მტვერსაკვების ამძრავის შესაქმნელად. 1972 წლიდან მუშაობდა ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ, განყოფილების გამგედ. 1991 წლიდან იყო მაღალი ძაბვის კვების წყაროების ფილიალის უფროსი. მის მიერ შექმნილი მაღალი ძაბვის ნახევარგამტარული გარდამქმნელები გამოშვებული იქნა სერიულად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ, დანერგილია ენერგეტიკულ და ელექტროტრანსპორტის ობიექტებზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს ელექტროენერგეტიკის წამყვან საგნებში, ხელმძღვანელობს სტუდენტ-მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. არის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სრული პროფესორი. ავტორია 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, გამოგონებების, სახელმძღვანელოების და მონოგრაფიების, რომლებიც გამოცემულია საქართველოსა და უცხოეთში. მისი თანაავტორობით და რედაქტორობით გამოცემულია წიგნები - "მუდმივი დენის უკონტაქტო ელექტრული ძრავები" და "ელექტროტექნიკის ტერმინოლოგიური ლექსიკონი". დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.181 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |