The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია მიქაძე

ილია მიქაძე
Date of birth:7 January, 1928
Date of death:2010  (at 81 years)
Category:Inventor, Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აჩიგვარა, გალის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი სპეციალობით ელექტრონული სადგურები, ქსელები და სისტემები 1949 წელს; მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის ასპირანტურა 1952 წელს.

1953-1956წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1956-1979წწ. ხელსაწყოთმშენებლობის და ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (მისი ჩამოყალიბების დღიდან) სხვადასხვა თანამდებობებზე: უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ლაბ.-გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ინსტიტუტის დირექტორი; 1979-1983წწ. ახლად ჩამოყალიბებულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ "რადიანში" დირექტორის მოადგილედ, სამეცნიერო ნაწილში და მთავარ ინჟინრად; 1983-1992წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნოლოგიური პროცესების და წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგის თანამდებობაზე (პროგრამული მართვა მანქანათმშენებლობაში). სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და მოდელირების კათედრის სრული პროფესორი. ი. მიქაძემ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ინფორმატიკის ტექნიკური და პროგრამული საშუალებების დამუშავებას, წარმოებას და დანერგვას. მის მიერ დამუშავებული მეთოდები, მიღებული მეცნირული შედეგები წარმოადგენს სისტემური ანალიზის, მასობრივი მომსახურების, აღდგენისა და საიმედოობის თეორიის შემდგომ განვითარებას და ქმნის მყარ მეცნიერულ საფუძველს მაღალწარმადობის და მტყუნებათამდგრადი ტექნიკური სისტემების შესაქმნელად; იგი ავტორია 15 გამოგონების და 200-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის. ბოლო 20 წელიწადში გამოქვეყნებული სტატიებიდან, 60-ზე მეტი თეორიული ხასიათისაა. ისინი გამოცემულია საზღვარგარეთისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების პრესტიჟულ ჟურნალებში; ბევრი მათგანი თარგმნილია უცხოეთში. ის მონაწილეა მრავალი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური კონფერენციის და სიმპოზიუმის. 1988-1991 წლებში მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული შრომების მიხედვით გადაეცა სოროსის გრანტი; იყო ინგლის-საბჭოთა კავშირის თანამშრომლობის მუშა ჯგუფის წევრი სამეცნიერო კვლევის ავტომატიზაციისათვის გმოთვლითი ტექნიკის საშუალებების შექმნის დარგში; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პირველი ციფრული და ანალოგური ელექტრონული გამოთვლითი მანქანები, დამუშავდა და დაინერგა მთელი რიგი სპეციალიზებული და ბაზური გამოთვლითი სისტემები და კომპლექსები. სახელდობრ: ანალოგური ეგმ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ღუმელის ენერგეტიკული რეჟიმის მართვისთვის; საავიაციო რეაქტიული ძრავების სტაციონალური გამოცდის პროცესის ავტომატიზაციისთვის (დაინერგა მოსკოვის საავიაციო ძრავების ცენტრალური ინსტიტუტის საგამოცდო პოლიგონზე); საინფორმაციო ეგმ კომპლექსები, ატომურ და თბურ ელექტროსადგურებში მძლავრი ენერგობლოკების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციისთვის დაინერგა რუსეთში, ირანში, უნგრეთში, ჩეხეთში, ბულგარეთსა და ფინეთში. დაჯილდოებლი იყო არაერთი სიგელითა და მედლით, მათ შორის აკადემიკოს ნ. ვავილოვის სახელობის პრემიით; მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ახალგაზრდული შემართებით ჩატარებული ლექციები სტუდენტებთან და მაგისტრანტებთან. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991).

საკანდიდატო დეისერტაციის თემა - "დროის მაგნიტური რელე", დაიცვა მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სიჭარბის მქონე მომსახურების ტექნიკური სისტემების საიმედოობისა და ეფექტიანობის პროგნოზირების მოდელები", დაიცვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1990 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟურნალი.-თბილისი, 2010.- No 1(8).-გვ.245 (gtu.ge)

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: