The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიომიდე კილაძე

დიომიდე კილაძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ტოპოგრაფი

ბიოგრაფია

1872 წლიდან მუშაობდა სტამბასა და გამომცემლობებში ასოთამწყობად. 1872-1874 წლებში მუშაობდა "დროებაში" სხვადასხვა კრებულების გამოცემაზე (ს. მესხის, გ. წერეთლის და კ. ლორთქიფანიძის რედაქტორობით), 1874-1877 წლებში "მეურნეში" (ანტონ ფურცელაძის რედაქტორობით), "სასოფლო გაზეთში" (რედაქტორი პეტრე უმიკაშვილი) და "ცისკარში" (რედაქტორი ივანე კერესელიძე). სხვადასხვა წელს, დიომიდე კილაძე იყო "ივერიის", "დროების", "კვალის", "ცნობის ფურცელის" ასოთამწყობ-ხელმძღვანელი. 1902 წელს, "წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობამ", დიომიდე კილაძეს მოღვაწეობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვერცხლის "ვერსტატი" მიართვა წარწერით, "დიომიდე კილაძეს 30 წლის სინდისიერი მუშაობის სახსოვრად (1872-1902)". ასოთამწყობი, გამომცემელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.684

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: