The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასო კობახიძე

ვასო კობახიძე
ოფიციალური სახელი:ვასილ კობახიძე
სხვა სახელი:ვასილ (ვასო) კობელი
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1896  (128 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის II ტექნიკურ სასწავლებელში, სასულიერო სემინარიში, შემდეგ 1918-1919 წლებში გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში.

პირველად გამოვიდა სცენაზე 1912 წელს "სახალხო სახლში", ალ. წუწუნავასა და ნ. გოცირიძის ხელმძღვანელობით. 1922 წლიდან, როგორც დამდგმელი და რეჟისორი მუშაობდა სხვადასხვა კლუბში, საესტრადო სცენაზე, "საქფილექტში" - მსახიობად და რეჟისორად. მას ეკუთვნის პიესა "გოჩა" (4 მოქმედებად,  შედიოდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში), კომედია "პროკლამაცია" (კომედია 3 მოქმედებად), "სისხლი და ნავთი" (დრამა 4 მოქმედებად), "ტყის ძმები" (6 ეპიზოდად), "ჭკუის კოლოფი" (4 მოქმედებად); აგრეთვე საბავშვო და სხვა ერთმოქმედებიანი პიესები; თარგმნა პიესები: "ფლენგო" და "დიდი ერეტიკოსი" და სხვ. ვასილ კობახიძის თითქმის ყველა პიესა იდგმებოდა თბილისის დიდი კლუბების სცენებზე. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.724

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: